მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ბრძნული აზრები #15
2017-04-10

ფორდი: იცით, რას ნიშნავს კარგი ხელფასი? როდესაც ძველი ჯერ კიდევ არ დაგიხარჯავს და უკვე ახალი გაქვს ასაღები.
სენეკა: გაიცინე ისე, რომ სევდასაც გაეღიმოს. იბრძოლე ისე ძლიერად, რომ ბედისწერამაც აღიაროს შენთან დამარცხება. გიყვარდეს ისე გულწრფელად, რომ სიძულვილიც გაგეცალოს გზიდან. იცოცხლე ისე კარგად, რომ სიკვდილსაც დაენანოს შენი წაყვანა.
დიკენსი: წინ იყურე იმედით, უკან – მადლიერებით, ზემოთ – რწმენით, ირგვლივ – სიყვარულით.
დიორი: თუ ვინმეს სასიამოვნო სუნი აქვს, გარეგნობისგან დამოუკიდებლად, ჩვენი თავის ტვინი მას მიმზიდველად ჩათვლის.
წმიდა მამა გაბრიელი: როდესაც ჩიტი ცოცხალია, მწერებს ჭამს, მაგრამ, როცა კვდება, მწერები ჭამენ მას. გარემოება შეიძლება, შეიცვალოს ნებისმიერ დროს. არ შეიძულოთ და არ მიაყენოთ ზიანი მას, ვინც თქვენზე სუსტია.
მოლიერი: ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლიერი.
როლანი: არ მისცე მარტოობას იმის საშუალება, იმასთან მიგიყვანოს, ვისაც არ ეკუთვნი!
დოსტოევსკი: ყოველი ჩვენგანი ან ვიღაცის ერთგულია ან ვიღაცის ღალატის მსხვერპლი.
ვოლტერი: ნდობა ქაღალდივითაა, ერთხელ დაკუჭავ და იდეალური აღარასდროს გახდება, რამდენიც არ უნდა ასწორო.
დელეზი: ეცადეთ, დაეყრდნოთ მხოლოდ საკუთარ თავს და არა ვინმეს, რადგან საკუთარი ჩრდილიც კი ქრება, როცა სიბნელეში შევდივართ.
შექსპირი: მოღალატე რომ ერთგულებაზე დაგიწყებს ლაპარაკს; ის მაშინ ღალატსაც ღალატობს.
მამარდაშვილი: პოეზია, ეს საკუთარი არსებობის შეგრძნებაა.
რუსო: ცხოვრება რომ აიტანოთ, ორ რამეს უნდა შეეგუოთ: ჭრილობებს, რომლებსაც დრო გაყენებთ და უსამართლობას, რომლებსაც ადამიანები გაყენებენ.
ბულგაკოვი: ენას შეუძლია, სიმართლე დამალოს, თვალებს კი – არასოდეს.
ტოლსტოი: ვერ ვიტან საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვებზე მაღლა დგანან. მინდება ხოლმე, ერთი რუბლი მივცე და ვუთხრა: როცა საკუთარი თავის ფასს გაიგებ, ხურდა დამიბრუნე.
უაილდი: იღბლიანია კაცი, რომელიც ქალის პირველი სიყვარულია, მაგრამ მეტად იღბლიანია ქალი, რომელიც მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული ხდება.
კოელიო: შეუძლებელია, გყვარებოდა და ახლა აღარ გიყვარს. ან მაშინ ტყუოდი, ან ახლა.