მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ბრძნული აზრები #10
2017-03-06

შოუ: მიყვარს სხვების მოსმენა, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როცა გაბრაზებულები არიან. სწორედ მაშინ ჩანს მათი სახე ყველაზე კარგად, როცა ვერ ახერხებენ იმ ნიღბის შენარჩუნებას, რასაც მანამდე ატარებდნენ.
ოტია იოსელიანი: რაც უფრო მეტს ანახვებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მით უფრო მეტად გაგიმეტებს.
სანდი: არ შეიძლება, უღალატო, მერე კი თქვა: შევიცვლები აუცილებლად. არ შეიძლება დაამცირო, მერე კი პატიება სთხოვო. არ შეიძლება, გაიქცე შიშის გამო და როდესაც მობრუნდები, ისეთი სახე მიიღო, თითქოს არაფერი მომხდარა. რადგან ცხოვრება არ დგას ერთ ადგილზე, ყველაფერზე... ყველაფერზე... ყოველთვის პასუხი უნდა აგო.
სტენდალი:  დააფასეთ ის, ვინც არანაირ სიტუაციაში არ მოძებნის თქვენ შემცვლელს.
აბელიარი: სუსტი ვერასდროს აპატიებს. პატიება ძლიერის თვისებაა.
რემარკი: თუ აკეთებ კარგ და მშვენიერ რამეს და ამას არავინ ხედავს, ნუ იდარდებ. მზის ამოსვლა ყველაზე ლამაზია, მაგრამ ამ დროს ადამიანების უმეტესობას სძინავს.
ციცერონი: ძნელია, ებრძოლო ცხოვრებას, როცა შენი მოწინააღმდეგე თავად ბედია.
სერვანტესი: თუ უცბად ვიღაცისთვის ძალიან ცუდი გახდი, ესე იგი, ზედმეტად ბევრი კარგი რამ გაქვს მისთვის გაკეთებული.
ლაკანი: ბედნიერებაა, როდესაც მან იცის ყველა შენი ნაკლი, შენი შეცდომები და უარყოფითი, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ საუკეთესო ხარ.
ტოლსტოი: გიჟად მაშინ გთვლიან, როცა აკეთებ იმას, რის გასაკეთებლადაც მათ გამბედაობა არ ჰყოფნით.
გოეთე: ენდე ღარიბს, რომელსაც მდიდარი გული ექნება, გახარებული არ დაჰპირდე და განრისხებული არ დაემუქრო... და რაც მთავარია, იყავი ვინმე და არა რამე!
სოკრატე: მირჩევნია, წავაგო ჩემი ერთგულებით, ვიდრე მოვიგო – ღალატით.
საადი: ის, ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, უბედურია, ხოლო ის, ვინც საკუთარი თავით ზედმეტად კმაყოფილია – სულელია.
დოსტოევსკი: ვისაც დიდი სიყვარული შეუძლია, იმან დარდიც დიდი იცის.
დელეზი: ვისაც სხვისი ბედნიერება ახარებს, თავადაც აუცილებლად ბედნიერი იქნება
ბაირონი: მამაკაცი უნდა გიყვარდეს, როგორც კატა. აჭამო, მოეფერო და საერთოდ, უნდა გიხაროდეს, რომ სახლში დაბრუნდა.
მოპასანი: ის, ვისაც მხოლოდ სილამაზის გამო არ შეჰყვარებია, არც სიბერის გამო გადაიყვარებს.