მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები #16
2017-04-17

– აი, ჩვენ მეზობლებს რომ ვუყურებ, სულ წერო მახსენდება.
– წერო რა შუაშია?
– ვფიქრობ, რამდენჯერ დაუცვივდა ეს უბედურები, სანამ მოიყვანა.
***
– ბიჭო, დღეს „112-ში” დავრეკე და ვუთხარი, მიხო პაპას სახლი იწვის-მეთქი.
– მერე იცი, რომ ტყუილზე იჭერენ?
– ჩემს ფეხებს დამიჭერენ! ეგ რომ გავიგე, ეგრევე ცეცხლი წავუკიდე სახლს.
***
– ვეძებ ახალ მფარველ ანგელოზს.
– რატომ, შენი სად წავიდა?
– ჩემსას ნერვებმა უმტყუნა.
***
– იცი, ქალები რატომ უყურებენ პორნოს ბოლომდე?
– არა, რატომ?
– ბოლომდე სჯერათ, რომ ქორწილით დამთავრდება.
***
მამაკაცი მეტროში თვალმოუშორებლად უყურებს ძალიან ლამაზ ქალს.
– რას მომაშტერდით? გეყოფათ რა... ისე მიყურებთ, თითქოს თვალებით მხდით.
– როგორ გეკადრებათ, ქალბატონო! თქვენ უკვე იცვამთ, მე კი სიგარეტს ვეწევი.
***
შვილი ეუბნება მამას:
– მამი, ძაღლი მიყიდე რა.
– მერე, სახლში რომ მოკუკავს?
– მაშინ, ლომი მიყიდე.
– მაშინ, ჩვენ მოვკუკავთ.
***
– მაინტერესებს, რატომ არიან ჭკვიან ადამიანებზე მეტი დებილები?
– იმიტომ, რომ, როდესაც ჭკვიანი ფიქრობს, დებილი მრავლდება.

ნიკა არაბიძის ანეკდოტები
ყოფილი ქმარი ატანს ალიმენტს თავის ყოფილ ცოლთან შვილს. ბოლო გადახდაა, რადგან შვილი 18 წლის სრულდება მომავალ თვეში. მოკლედ, ატანს კონვერტში ჩადებულ ფულს და ფოტოაპარატს:
– რომ მიხვალ, ეს ფული მიეცი დედაშენს და უთხარი ბოლო გადახდა არისო და მერე, ფოტოაპარატით სურათი გადაუღე. მინდა, მისი სიფათი ვნახო ამ დროს.
მივიდა შვილი დედასთან, მიუტანა ფული, გადასცა მამის დანაბარები, რომ ბოლო გადახდაა და ფოტოაპარატიც ამოიღო ჯიბიდან.
– ეს ფოტოაპარატი რად გინდა?
– მამამ გამომატანა, ფოტო გადაუღე, მისი სიფათის დანახვა მინდა ამ დროსო.
– მიდი ახლა მამაშენთან და გადაეცი, მთელი 18 წელი, სხვისი შვილის ალიმენტს იხდიდი-თქო. მერე, მაგ ფოტოაპარატით გადაუღე სურათი, მეც მინდა, მაგ დროს მისი სიფათის დანახვა.
***
პატრიოტი ბიჭი შეყვარებულს დაშორდა. ზის დაღონებული. მიადგა ძმაკაცი და ჰკითხა:
– რა გჭირს, ბიჭო?
– ეე, დამანებე თუ ძმა ხარ თავი. იმდენჯერ მიღალატეს, თავი სამშობლო მგონია.
***
სვანი ძროხას „შტეფსელში“ აერთებს კუდით. ცოლი შემოვიდა ამ დროს და ჰკითხა:
– რას აკეთებ, მაიზერ?
– დაიცა, ქალო, იქნება ცხელი რძის დალევა მინდა?!
***
ფრაზა – „ყველა კაცი ერთნაირია“, უეჭველი ჩინელის მოგონილია.
***
– დაიმალე, შვილო.
– რატომ, ბაბუ?
– გუშინ რომ სკოლა გააცდინე, შენი მასწავლებელი მოდის.
– ხოდა, მე კი არა, შენ დაიმალე.
– მე რატომ?
– შენი სიკვდილი მოვიმიზეზე.
***
– გოგონი, ასე სწრაფად რატომ ცეკვავთ? ეს ხომ ნელი ცეკვაა...
– მამამ ერთი საათით გამომიშვა და უნდა მოვასწრო.