მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რატომ უნდა ანდოთ თქვენი ბიზნესი აუდიტორულ კომპანია „არგ ჯგუფს” და როგორ დააკომპლექტა რუსუდან ბარამიძემ თანამშრომელთა ძლიერი გუნდი #15
2017-04-10
ნინო კანდელაკი

აუდიტორული კომპანია „არგ ჯგუფი” წლების წინ დაარსდა და წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია კონსულტირებას უწევს საქართველოთი დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორებს, აწვდის მათ ინფორმაციას ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებისა და სპეციფიკის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში კი, უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას სახელმწიფო და ადგილობრივი ბიზნესსეგმენტის წარმომადგენლებთან. „არგ ჯგუფმა” თავის საქმიანობაში დანერგა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები  და იყენებს კომუნიკაციის განახლებულ ტექნოლოგიებს აუდიტორულ, ბუღალტრულ, საკონსულტაციო, საგადასახადო, იურიდიულ და საგანმანათლებლო მომსახურებაში. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გამოცდილი ეკონომისტი – ქალბატონი რუსუდან ბარამიძე გახლავთ, რომლისთვისაც კარგი განათლება და მუდმივი შრომა განვითარებისთვის, ყველაფერზე პრიორიტეტულია. როგორ მოიპოვა წარმატება და აღიარება კომპანია „არგ ჯგუფმა” და რას წარმოადგენს გუნდი, ვისაც თამამად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ბიზნესი, ამ და ბევრ საინტერესო კითხვაზე თავად რუსუდან ბარამიძემ გვიპასუხა.
რუსუდან ბარამიძე: პროფესიით ეკონომისტი გახლავართ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფაქტობრივად, არცერთი დღე არ ვყოფილვარ სამსახურის გარეშე. ამიტომ, მრავალწლიანი და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, მათ შორის, საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც სხვადასხვა ორგანიზაციაში. ერთდროულად ვიყავი ბავშვთა მეორე საავადმყოფოს ბუღალტერი, „ავიამშენის” საავადმყოფო– პოლიკლინიკური გაერთიანების მთავარი ექიმის მოადგილე ეკონომიკურ დარგში და ბავშვთა ჰოსპიტლის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში გახლდით მიწვეული სპეციალისტი კონტროლის პალატიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოში. ამის შემდეგ დავიწყე მუშაობა საგადასახადო სისტემაში, სადაც მთელი 20 წელი ვმუშაობდი.
– როდის დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი?
– 2008 წლიდან დავაარსე აუდიტორული კომპანია. მე და ჩემი შვილები ვართ ამ კომპანიის დამფუძნებლები და სულის ჩამდგმელები. ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატების საწინდარი, სწორედ ჩემი შვილები, ახლობლები და ნათესავები არიან, რომლებიც ჩავრთე ამ ბიზნესში. ჩემი ძმისშვილი  ნანა ბარამიძე – აკონტროლებს ბუღალტრულ საქმიანობას, დისშვილიშვილი, თამუნა ჩიგოგიძე და ნათია გიორგაძე –  აუდიტორულს. აქ მუშაობენ ჩემი დეიდაშვილებიც, რომლებიც  ყურადღებას აქცევენ როგორც აუდიტორულ, ასევე ბუღალტრულ საქმიანობას. თავად მე მაქსიმალურად ვარ კომპანიის საქმიანობაში ჩართული.  ჩემთვის არ არსებობს დასვენება. თანამშრომლებთან  მკაცრი არ ვარ. ვფიქრობ, თუ მათ საქმე არ შევაყვარე, ისე ვერ იშრომებენ, რომ შედეგი დაიდოს. ამიტომ, ვცდილობ, დაუღალავი შრომის საუკეთესო მაგალითი თავად ვიყო მათთვის.
– კომპანიის საქმიანობაზე გვიამბეთ დაწვრილებით.
– ახლახან მოგვენიჭა სახელმწიფო რეგულაციებით აუდიტის ჩატარების უფლება. ეს გვაძლევს უფლებას, რომ სახელწიფო დაკვეთით ჩავატაროთ აუდიტი იმ კომპანიებში, რომლებსაც ამის სურვილი ექნებათ. გვყავს ლიცენზირებული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ აუდიტის სერტიფიკატები და წარმატებით ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვეწევით როგორც საბუღალტრო, ასევე აუდიტორულ საქმიანობას. ძალიან ბევრ კომპანიას ვემსახურებით და ყველა მათგანის ანგარიშს, საბოლოოდ, თავად ჩავხედავ, რომ დავრწმუნდე,  ყველაფერი უნაკლოდაა შესრულებული. „არგ ჯგუფი” ემსახურება სხვადასხვა კომპანიას, რომლებსაც აქვთ საგადასახადო პრობლემები. ჩემი პარტნიორი კომპანიებისთვის ეს მომსახურება უფასოა. გვყავს 15 საერთაშორისო ცნობილი კომპანია, რომელსაც ვემსახურებით და ასევე, არაერთი ადგილობრივი, მათ შორის, კომპანიები ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დიდი ქალაქიდან.
– ოჯახზე გვიამბეთ – შვილები რა პოზიციებს იკავებენ კომპანიაში?
– ორი შვილი მყავს, ერთი – აკაკი ჟამუტაშვილი საერთაშორისო საკითხებს კურირებს, ანუ ყველაფერს, რაც უცხოელებთან ურთიერთობას ეხება; ხოლო  მეორე – გიორგი ჟამუტაშვილი, იურიდიულ სამსახურს. სამი შვილიშვილი მყავს, მათ შორის გოგონა ჩემი მოსახელეა და ეს ფაქტი ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ჩემი უფროსი შვილიშვილი, რომელიც ჯერ მხოლოდ 12 წლისაა, საოცრად ჭკვიანი და განათლებულია. ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრებაში და აქვს უმაღლესი შედეგები, რითაც ძალიან ვამაყობ. ჩვენი კომპანიის თანამშრომელია ჩემი რძალიც – სალომე ლეთოდიანი. სულ პატარა იყო, როცა ჩვენთან მოვიდა. აქ გაიცნო ჩემი ვაჟი და შექმნეს არაჩვეულებრივი ოჯახი. სალომემ მოინდომა დედამთილის პროფესიას დაუფლებოდა და დღეს წარმატებით ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას. ძალიან საამაყო გოგო გვყავს. ახლახან იმშობიარა და კიდევ ერთი შვილიშვილი შემემატა. ბავშვის გაჩენიდან მეათე დღეს სალომე უკვე გამოვიდა სამსახურში, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ ეს საქმე ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. 
– რამდენი თანამშრომელი გყავთ და როგორ შეარჩიეთ კადრები?
– 45 თანამშრომელი მყავს ადგილზე, ხოლო დანარჩენი 15 განაწილებულია სხვადასხვა კომპანიაში და უწევენ მათ აუდიტორულ მომსახურებას. „არგ ჯგუფის” ყველა თანამშრომელს აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება. მაგრამ, მიუხედავად მათი განათლებისა და გამოცდილებისა, აბსოლუტურად ყველა მათგანმა ამ კომპანიაში გაიარა სტაჟირება. ყველას მე ვასწავლე ბუღალტერია და ისე დავასაქმე ჩემთან. საგადასახადო კოდექსს დღესაც მე ვკითხულობ. ეს იქნება სიტუაციური სახელმძღვანელოები თუ ასე შემდეგ. თუ გინდა, რომ იყო ნამდვილი პროფესიონალი, ამისთვის ყოველდღიურად უნდა მიიღო საჭირო ინფორმაცია. თუ ყოველდღიურად  არ განაახლე ცოდნა, დარჩები ერთ დონეზე, რაც არ იქნება საკმარისი იმისათვის, სწორად აწარმოო ბუღალტერია. ბუღალტერიას სჭირდება არანორმალური შრომა. საქმე რომ სწორად აკეთო, დაუღალავი შრომაა საჭირო.
– მსურველებს  თუ აქვთ შესაძლებლობა, რომ თქვენი მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან შეისწავლონ ბუღალტერია?
– რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ქალბატონი – ზეინაბ ქობულაძე.  გვყავს ჯგუფები, რომლებსაც ვასწავლით ბუღალტერიას, აუდიტსა და საგადასახადო კოდექსს. ძალიან მინდა, საქართველოში გვყავდეს განათლებული ახალი თაობა. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, პროფესიული კოლეჯის დაფუძნებას, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დღეს ჩვენს ქვეყანაში ძალიან საჭირო და დეფიციტურ პროფესიებს, რა თქმა უნდა, ბუღალტერია და აუდიტის შესწავლაც შესაძლებელი იქნება. წარჩინებული კურსდამთავრებულები კი აუცილებლად დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში.
მისამართი: თბილისი,
გამრეკელის ¹2
საკონტაქტო ტელ:
236 30 07; 599 90 17 17.