მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ბარტერი #15
2017-04-10
ნინო ხაჩიძე

„რომ კომუნისტის სახელი ერქვას, ყველა როდია ღირსი“?!

 მართალია, კომუნიზმი ცისფერ ოცნებად დარჩა და თითქოსდა წარსულსაც ჩაჰბარდა, თუმცა ამ ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში კომუნისტური პარტიაც არის და თვით კომუნისტებიც კი გვყვანან.
გვყვანან და მეტად აქტიურებიც, იმდენადაც კი, რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები ჩივიან, რომ რუსი ხალხი ქართველებს იოსებ ჯუღაშვილის ნეშტის საქართველოში გადასვენების საშუალებას არ აძლევს.
არადა ეს საკითხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაუყენებიათ.
იმასაც დარდობენ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა მათ მხარში არ უდგას. მომყავს ციტატა: „ამ საკითხზე დღეს საქართველოს ხელისუფლებიდან ვინმე  დაიწყებს საუბარს?! რა სიტუაციაშიც დღეს საქართველოა, არ შეიძლება, საკითხი წამოიჭრას ნეშტის გადმოსვენების შესახებ.“
სამაგიეროდ, გულს ის უმაგრებთ, რომ (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „ამჟამად სტალინის ძეგლი სათანადოდ დაცულია და საფრთხე არ ემუქრება… სამწუხაროდ, საქართველოში შექმნილი ვითარება არ გვაძლევს საშუალებას, სტალინის ძეგლი იქ დავდგათ, სადაც საჭიროა.“
თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი სწორედ იოსებ სტალინმა ააღორძინა და კვლავ ზესახელმწიფოდ და მსოფლიო დონის მოთამაშედ აქცია, ვფიქრობ, ჯერ ერთი, რფ-ს კონტრიბუციის გადახდა უნდა მოვთხოვოთ (რაკი სტალინის მშობელი ერი ვართ) და,