მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
„… უცოდინრობა სიბნელეა“ #15
2017-04-10
ნინო ხაჩიძე

ანუ არ იქმნა ნათელი?!

 ყველასთვის ცნობილია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების სიდიდე და სიმძიმე დიდი პრობლემაა (ნაწილებად გაყოფა ფასს ზრდის), თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქართულზღაპართყლაპია (მოფერებით), ალექსანდრე ჯეჯელავა გვპირდება, რომ წელს ელექტრონულ წიგნებს გამოიყენებენ, მაგრამ აი, მომავალი წლიდან კი მოსწავლეებს დაბეჭდილ წიგნებს მიაწვდიან, უფრო მსუბუქებსა და თხელტანიანებს (რადგან სქელტანიანები გაიყოფა).
მაგრამ მხოლოდ ეს არ გვაკმარა: რაკი გაკვეთილების რაოდენობა ფრიად ბევრიაო, განსაკუთრებით, შუა კლასებში, გაკვეთილების ცხრილის განტვირთვაზეც მუშაობენ.  
ჯერჯერობით არ  იციან (როგორც მინისტრი ამბობს, სპეციალისტები მუშაობენო), რამდენი იქნება გაკვეთილების მაქსიმალური რაოდენობა (მომდევნო სასწავლო წლიდან დავიწყებთო) და არც ის, თუ როგორ გადაკეთდება სასკოლო პროგრამები, რომ შემცირებული რაოდენობის საგაკვეთილო საათებში საგნების სწავლება ხარისხიანად მოხერხდეს.
თუმცა, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ ჩვენი მინისტრისა და „გუგლის“ „შენი გული, ჩემი გული, ჯაჭვითაა გადაბმული“ და იმასაც დავამატებთ, რომ მომსახურე პერსონალს მხოლოდ ლაზათიანად შესვლა-გამოსვლა და ინგლისურ-კომპიუტერის საყველპურო ცოდნა ევალება, საერთოდაც ხომ არ გაგვეუქმებინა სკოლები?! –