მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
აღმოსავლური დილემა #15
2017-04-10
ნინო ხაჩიძე

ანუ თავში წამოსარტყმელები

 სანამ ჩვენ იმას ვარჩევთ, უნდა გავაბოლოთ თუ არა თავისუფლად პაპიროსი და, სახელდობრ, სად, ჯერ იყო და, 4 აპრილს სირიაში ქიმიური თავდასხმა განხორციელდა (ინფორმაცია წინააღმდეგობრივი გავრცელდა: ერთი ვერსიით, ბაშარ ალ-ასადის ფორმირებებმა მიიტანეს იერიში, მეორე ვერსიით კი, დამასკო მომხდართან კავშირს უარყოფს) და, რაც მთავარია, 6 აპრილს ღამით აშშ-ულმა ავიაციამ, ექვსი წლის განმავლობაში პირველად, ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა – ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი საზღვაო ხომალდიდან შორი რადიუსის 50-ზე მეტი რაკეტით.
დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ იერიში მიიტანეს იმ ბაზაზე, საიდანაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმმა ქიმიური იერიში განახორციელა. მეტიც, სირიის ტერიტორიაზე დავანებული რუსული შენაერთებიც გაუფრთხილებიათ წინასწარ – უსაფრთხოების მიზნითო.
საპასუხოდ, რუსული სამხედრო გემებიც დაიძრნენ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვისკენ, ცხადია, სირიის სანაპიროებისკენ და ცხადია, ბოსფორის გავლით (ანუ თურქეთის თანხმობით).
საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ ახლო აღმოსავლეთში საომარი თეატრი გამოცოცხლდა, ერთი ისაა საკითხავი: ჩვენ მხოლოდ მაყურებლის როლი გვაქვს თუ არც ისაა გამორიცხული, თავში ერთი-ორი რაკეტაც წამოგვარტყან?! –