მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები #10
2017-03-06


ორი ტერორისტი კაფეში ზის და კამათობს. მიმტანი მივა და ჰკითხავს:
– უკაცრავად, მაგრამ რაზე კამათობთ?
– ვაპირებთ 14 ათასი ადამიანისა და ერთი  ვირის აფეთქებას.
– ვირის რატომ?
– აი, ხო გითხარი, ხალხი არავის აინტერესებს-მეთქი.
***
60 წლის, გაუთხოვარმა რუსულის მასწავლებელმა, სკამზე დადებული ჭიკარტით, ცოტა სული მოითქვა.
***
ქუთაისიდან ჩამოსული ვაკელი ეუბნება მეგობარს:
– აუ, ბიჭო, ქუთაისში იცი, როგორი რაღაცნაირი კოღოებია?
– როგორი რაღაცნაირი?
– აი, რომ გკბენენ და მერე თავის საქციელს ხსნიან.
***
სოფლიდან ბიძაშვილი ურეკავს გივის თბილისში:
– გამარჯობა, გივი. ჩემმა გოგომ ჩააბარა აკადემიაში, თბილისში და იქნება შენთან აცხოვრო ბინად?
– უი, რას ამბობ, ხომ იცი, იმდენი ვართ სახლში, გუშინ კარიდორში შუქნიშანი დავაყენე.
***
– სად დაიკარგე?
– ტრენაჟორებზე დავდიოდი.
– მერე, დაიკელი?
– კი, 500 ლარი!
***
მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს:
– აბა, ბავშვებო, „ვაშრე, ვაშრე, ვერ გავაშრე“ – რა არის?
– ჩვენი სისხლი, მასწ!
***
– ძილის მოყვარული ხარ?
–  ღადაობ?!. პროფესიონალი...
***
– ჩემი შეყვარებული 30 თებერვალივითაა..
– ეგ როგორ?
– არ არსებობს!
***
– ყველაზე უცნაურ ადგილას, სად გქონიათ სექსი?
– წარმოსახვაში, ბატონო, წარმოსახვაში!
***
ბიბლიოთეკართან, რომელიც ნაცნობობით დაინიშნა და განათლება არ აქვს, მივა ბიჭი და ეუბნება:
– უკაცრავად, ქალბატონო, „მთვარის მოტაცება“ მინდა.
– მერე მე რა ვქნა, კიბე მიგიყუდო?
***
ქალი შედის აფთიაქში და გამყიდველს ეკითხება:
– გამარჯობა, ქმრისთვის მინდა და რას მირჩევთ, ვალერიანს თუ ვალიდოლს?
– რა დიაგნოზია?
– 300-ლარიანი ფეხსაცმელი.