მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რაში მდგომარეობს ლამაზი ფეხების საიდუმლო და როდის უნდა მივმართოთ ფლებოლოგს #10
2017-03-06

თუ უჩივით სიმძიმის შეგრძნებას და ტკივილს ფეხებში, შეშუპებას, შეამჩნიეთ გაფართოებული ვენები ქვედა კიდურებზე, ასევე გაქვთ ქავილი და წვა, აუცილებლად გჭირდებათ ფლებოლოგის კონსულტაცია.  ფლებოლოგია მედიცინის ვიწრო დარგია, რომელიც ვენების დაავადებებს შეისწავლის.
დღეს ფლებოლოგია, რომელმაც  მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა,  ვენების დაავადებების მკურნალობაში იყენებს მაღალტექნოლოგიურ (მცირეინვაზიურ) მეთოდებს, რაც პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარების რეალურ შანსს იძლევა. პროფესიონალი ფლებოლოგი სამუდამოდ დაგავიწყებთ ისეთ უსიამოვნო პრობლემებს, როგორიცაა ცისფერი ქსელი და გამობერილი ვენები.
გვესაუბრება  ქირურგი, ფლებოლოგი, მედიცინის დოქტორი, ირაკლი პაპასკუა.
– ბატონო ირაკლი, რატომ ხდება  ზოგიერთი ქალბატონი იძულებული, რომ ფეხები შარვლის,  ან გრძელი ქვედაბოლოს ქვეშ დამალოს?
ირაკლი პაპასკუა (მედიცინის დოქტორი): ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ქალბატონებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდებათ ორსულობის შემდეგ. შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, კანის ზედაპირზე წარმოქმნილი თვალშისაცემი კაპილარები. ბუნებრივია, რომ დისკომფორტთან ერთად, ქალს უჩნდება სიბერის შიშიც, ნერვიულობს. ამას შემდგომ ემატება ტკივილი, რაც აძლიერებს შფოთვას. თუმცა, დროული ვიზიტი სპეცილისტთან, საშუალებას იძლევა, მოგვარდეს როგორც ესთეტიკური პრობლემა, ასევე თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები. ეს კი საკმაოდ სერიოზულია. მთავარია, პრობლემის სწორად დანახვა, პაციენტის მდგომარეობის შეფასება და კომპლექსური მიდგომა. ასეთ შემთხვევაში, სასურველი შედეგის მიღწევა რეალურია.
– ვინ არის ფლებოლოგი?
– „ფლებო“ ლათინურად ვენას ნიშნავს. ფლებოლოგი კი არის ის ქირურგი, ვინც ვენების პათოლოგიებს მკურნალობს.
– ვენებთან დაკავშირებული პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ უსიამოვნო ვიზუალი...
– გეთანხმებით. სამწუხაროდ, ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზის რისკი ძალიან მაღალია და ეს შეიძლება, ჰქონდეს როგორც თექვსმეტი წლის გოგონას, ასევე ხანშიშესულ ქალბატონს. ორსულობა, არასწორი კვება, ჰორმონული დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, ცხოვრების წესი და სამუშაო რეჟიმი,  სქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი, ეს ყველაფერი დაავადებას  საკმაოდ „ნოყიერ“ ნიადაგს  უქმნის. სხვათა შორის, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია მამაკაცებშიც. მათ ქალბატონებზე არანაკლებ მწვავედ აწუხებთ ვენებთან დაკავშირებული პრობლემები.
– თუმცა, გამოსავალი არსებობს
– გამოსავალი ნამდვილად არსებობს. დღეს ფლებოლოგებს საკმაოდ ბევრი საშუალება გვაქვს, რომ  პრობლემა ეფექტურად მოგვარდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დროულად მოგვმართოს პაციენტმა. საერთოდ, იდეალური ვარიანტია, ორსულობის პერიოდშიც ქალი  ფლებოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს, შემდგომში ვენების სხვადასხვა პათოლოგიის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ფლებოლოგს შეუძლია, ორსულობის პერიოდი ქალისთვის გაცილებით კომფორტული გახადოს.
– თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში. თუ უკვე გაჩნდა პრობლემა, ყოველთვის ოპერაციაა გამოსავალი?
– გააჩნია პრობლემის სიმძიმეს. მე უკვე აღვნიშნე, რომ მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი. ეს არის პრობლემა, რომლის გადადება არ შეიძლება.  არ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ბევრი პაციენტი მყავს, რომელიც საკმოად დამძიმებული სურათით მოდის და სჭირდება ოპერაცია. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ  პრაქტიკულად, არ არსებობს პაციენტი, რომელსაც ვერ  დაეხმარები. მნიშვნელობა არა აქვს არც მის ასაკს. სწორი, კომპლექსური მიდგომა, სათანადო დანიშნულება და პაციენტის  ექიმის მიმართ ნდობა, ყოველთვის სასურველ შედეგს გვაძლევს.
– არ შემიძლია, არ გკითხოთ,  ფეხებზე გაჩენილ  „ობობას ქსელებზე.“ შეუძლებელია, არსებობდეს ქალი, ვინც ამას შეეგუება. როგორც ვიცი, ამ პრობლემის მოგვარება ერთი ვიზიტითაც შეიძლება, თანაც შედეგს პაციენტი მაშინვე  ხედავს.
– საუბარია სკლეროთერაპიაზე. საკმაოდ ეფექტური პროცედურაა. ეს არის რეტიკულარული კაპილარები,  ისინი წარმოქმნიან სისხლძარღვოვან  „ვარსკვლავებს,“  რომლებშიც შეგვყავს სპეციალური პრეპარატი.  პროცედურა ხანმოკლე და სრულიად უმტკივნეულოა, ისე, რომ, გაყუჩებაც არ სჭირდება. ფაქტობრივად, ერთ საათშია შესაძლებელი, ორივე კიდური „გავწმინდოთ“   ასეთი  „ქსელისგან“.  პროცედურის შემდეგ პაციენტს ვურჩევთ, რომ ორი საათი ფეხით გაისეირნოს, რათა სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგეს. რამდენიმე კვირა მოუწევს  სპეციალური  კოლგოტის ტარება  (შესაძლებელია, არც დასჭირდეს)  და  შეუძლია, პრობლემა დაივიწყოს.   სხვათა შორის,  სკლეროთერაპიისთვის იდეალური პერიოდია გაზაფხული. რეაბლიტაციაც უფრო მარტივია და   უკვე ზაფხულში შეძლებთ, თავი მოიწონოთ ლამაზი ფეხებით. გაირუჯოთ კიდეც, ყოველგვარი კომპლექსის გარეშე. სწორედ ამიტომ და იმიტომაც, რომ გაზაფხული ქალბატონების თვეა, გადავწყვიტეთ, საჩუქრი გავუკეთოთ ქართველ ქალბატონებს.  15 მარტის ჩათვლით, მათ ვთავაზობთ სკლეროთერაპიის პროცედურებს ძალიან დიდი ფასდაკლებით. მოხარული ვიქნები, თუ ბევრი ქალბატონის დახმარებას შევძლებ და მათ ცხოვრებას უფრო მშვენიერს გავხდი.