მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
რომელ თვეში დაბადებულს უნდა ენდოთ #10
2017-03-06
მიხეილ ცაგარელი

კონკრეტულ თვეში დაბადებულ ადამიანს, თავისი, დამახასიათებელი თვისებები აქვს. ამიტომ, თუ მისი ამოცნობა გსურთ და გინდათ, ურთიერთობებში პრობლემებს აარიდოთ თავი, ეს უნდა გაითვალისწინოთ.
იანვარში დაბადებული არ არის მომთხოვნი. წარმატებული და შემდგარი ადამიანების გვერდით, თავს კომფორტულად გრძნობს. უყვარს, როცა აქებენ და ხშირად ეუბნებიან კომპლიმენტს.
თებერვალში დაბადებულს, შეგიძლიათ, თამამად ჰკითხოთ, როგორ მოიქცეთ კონკრეტულ სიტუაციებში.  ის, გონებამახვილი და გაწონასწორებულია, არასდროს დაგამადლით რჩევას. არიან ერთგული მეგობრები.
მარტში დაბადებულს უჭირს სანდო ადამიანების ამოცნობა და ზედმეტად ენდობა უცნობებს. შეუძლია, ნებისმიერთან გამონახოს საერთო ენა. იშვიათად უმართლებს სიყვარულში. თუმცა, თუ გაუმართლა და საყვარელი ადამიანი იპოვა ერთგული და მოსიყვარულეა.
აპრილში დაბადებულმა, თუ მოინდომა, წარმატებას ადვილად აღწევს. შეუძლია, უანგაროდ დაეხმაროს სხვებს და ამით, თავადაც დიდი სიამოვნება მიიღოს. არასდროს ენანება საყვარელი ადამიანებისთვის ფულის ხარჯვა.
მაისში დაბადებულს არ უყვარს, როცა რჩევებს აძლევენ და მიუთითებენ შეცდომებზე. ცდილობს, ისეთი სამეგობრო წრე ჰყავდეს, სადაც თავისი ჭკუისანი იქნებიან.
ივნისში დაბადებული ნიჭიერია, თუმცა, ზარმაცი. პატივს სცემს ტრადიციებს და უყვარს ოჯახურ გარემოში დროსტარება. თუ მეგობრად მიგიჩნიათ, ჩათვალეთ, რომ თქვენ გამო საკუთარ საქმეს გვერდით გადადებს და ნებისმიერ რისკზე წავა.
ივლისში დაბადებული ცდილობს, არავის აწყენინოს, ერიდება ჩხუბსა და კონფლიქტს. თუმცა, თუ გაცხარდა, მასთან შებრძოლებას არ გირჩევთ. მისთვის აუცილებელია ირგვლივ ისეთი გარემო, სადაც თავს დაცულად გრძნობს და არც სიტყვების აწონ-დაწონაზე ფიქრობს.
აგვისტოში დაბადებული, ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი და ამის გამო, ხშირად უშვებს შეცდომას. უყვარს ფულის ხარჯვა და დროსტარება მეგობრებთნ ერთად. ასევე, შეუძლია აიტანოს ის, რისი ატანა და გამკლავებაც, ბევრს არ ძალუძს.
სექტემბერში დაბადებულს უყვარს საღი კამათი. ცდილობს მოიწყოს ბედნიერი მომავალი და ირგვლივ შემოიკრიბოს ერთგული გარემოცვა. ხშირად უსამართლოდ აკრიტიკებენ, მაგრამ ამაზე, უბრალოდ, თვალს ხუჭავს. მეგობრებისა და კოლეგების დასახმარებლად მუდამ მზადაა.
ოქტომბერში დაბადებული გემოვნებიანი და თავმოყვარეა. მას შეუძლია, საყვარელი ადამიანის გამო, ყველანაირ დათმობაზე წავიდეს და საკუთარი ბედნიერება მოიწყოს. წარმატებებს ადვილად აღწევს კარიერაში.
ნოემბერში დაბადებული მზრუნველი და ქველმოქმედია. შეუძლია მეგობრის გამო თავიც გაწიროს. ბუნებით ძლიერი პიროვნებაა, თუმცა უყვარს, როცა მასზე ზრუნავენ. განიცდის წარუმატებლობას და ამ დროს ოჯახის წევრების მხარში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება.
დეკემბერში დაბადებული მეტად ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებულია. გამოირჩევა სიმკაცრითა და მიზანდასახულობით. არ უყვარს რჩევა-დარიგებების მოსმენა და ცდილობს, გაექცეს ისეთ გარემოცვას, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს. ადვილად იკეთებს კარიერას და ცდილობს, ცხოვრებაში საკუთარი ადგილი თავდაუზოგავი შრომით დაიმკვიდროს.