მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
„გირჩთა“ „გირჩი“ #10
2017-03-06
ნინო ხაჩიძე

კანაფის ფოთლიან გზაზე

 მართალია, ქვეყანაში ისეთი ამბებია, დედა შვილს არ აიყვანს ხელში (თვით დედის დღესაც კი), მაგრამ „გირჩი“ ჯიუტად „აწვება“ კანაფის ფოთლიან გზას.
თქვნ წარმოიდგინეთ, აქეთ რომ ციანიდის საქმე ირჩევა, იქით – არიქა, სიტყვის თავისუფლებაა გასაჭირშიო, „გირჩთა“ „გირჩმა“, ანუ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ოქტომბერში განა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, მასთან ერთად მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხზე რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს.
მეტიც, დასძინა, რომ „იმედი გვაქვს, საღი აზრის გამარჯვების, საბოლოო ჯამში (პათოსით: „მოდი, გავიკეთოთ რამე“?!).“
არც მხოლოდ განცხადებებს დასჯერებია და საექსპერიმენტოდ ინტერნეტით ეგრეთ წოდებული „ბიოც“ გამოიწერა (თუმცა ის ისეთი ჩაუქია, უკეთესის მისამართებიც ეცოდინება).
ამის პარალელურად, მისი ყოფილი თანამოაზრე და კვლავ „ნაციონალი“ ნუგზარ წიკლაური  უზენაეს სასამართლოსთან იდგა აქციაზე და ერსა და ბერს ამუნათებდა (თუ სასამართლო ტელევიზიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებდა): „მე მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, გამოვიდეს ქუჩაში და წალეკოს ეს ხელისუფლება (ოღონდ უცნაურია: განა მე, თქვენ წალეკეთო)!“
იმ მარტივი მიზეზით, რომ ორივე ზემოხსენებული ბატ-ონ-ის ქმედება მთლად კანონიერი ვერ არის, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, მგონი, ისევ „დაბოლება“ ჯობია. –