საზოგადოება

„ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა” განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

№18

ავტორი: სოფი ლორია 12:26 01.05

ლიბერთი
დაკოპირებულია

„ლიბერთისა“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, „ლიბერთის“ ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება. რატომ არის ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანი და რა სარგებელს მოუტანს იმ ადამიანებს, ვისთვისაც „ლიბერთის“ სოციალური ბარათი ხელმისაწვდომია – ამ საკითხზე ჩიჩუების ცენტრის მოწვეული ლექტორი, ოფთალმოლოგ-ქირურგი თორნიკე ოთიაშვილი საუბრობს.

თორნიკე ოთიაშვილი: „უპირველეს ყოვლისა, „ლიბერთი ბანკსა“ და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ „მზერას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ექიმებს გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას, რომ დავეხმაროთ და მხარში დავუდგეთ ჩვენს უფროს თაობას, ჩვენს პენსიონერებს, რომელთაც ეს დახმარება ძალიან სჭირდებათ. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ ჩვენს უფროს თაობას გაუწევს სკრინინგს, გაუკეთებს დიაგნოსტირებას ორ მნიშვნელოვან დაავადებაზე ოფთალმოლოგიაში, რომლებიც საკმაოდ ხშირია. ესენია – გლაუკომა და კატარაქტა“.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში, „ლიბერთის“ ტერმინალზე სოციალური ბარათით გადახდისას 50%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, ამ მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველ შაბათს ჩატარდება კატარაქტისა და გლაუკომის უფასო სკრინინგი. მომსახურების მისაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და „ლიბერთის“ სოციალური ბარათის წარდგენა.

„გლაუკომასა და კატარაქტის დიაგნისტიკა სრულიად უფასოდ მოხდება. სკრინინგი ტარდება ყოველ შაბათს. პაციენტებს შეუძლიათ, სპეციალური ცხელი ხაზის გამოყენებით ჩაეწერონ ვიზიტზე და როდესაც ისინი სამედიცინო ცენტრში მოვლენ, მათ კონსულტაციას გაუწევს პროფესიონალი ოფთალმოლოგი, რომელიც სრულად გამოიკვლევს პაციენტების თვალებს ამ ორ დაავადებაზე და მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას, დაუნიშნავს მკურნალობას და დაეხმარება მხედველობის გაუმჯობესებასა და სტაბილიზაციაში“, – ამბობს თორნიკე ოთიაშვილი.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი ,,მზერა“ „ლიბერთის“ მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და „ლიბერთის“ სოციალური ბარათის წარდგენის შემდგომ. საყურადღებოა ის, რომ უფასო სკრინინგის მომსახურება არ გავრცელდება სამედიცინო ცენტრის არსებულ პაციენტებზე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, სპეციალური ფასდაკლება გავრცელდება შემდეგ სერვისებზე:

• 50% – ზოგადი ქირურგის კონსულტაცია;

• 50% – პროქტოლოგის კონსულტაცია;

• 50% – გინეკოლოგის კონსულტაცია;

• 50% – მამოლოგის კონსულტაცია;

• 30% – ოფთალმოლოგის კონსულტაცია;

• 30% – გასტროენტეროლოგის კონსულტაცია;

• 30% – კარდიოლოგის კონსულტაცია;

• 30% – ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

• 30% – ნევროპათოლოგის კონსულტაცია ;

• 20% – თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT);

• 20% – პერიმეტრია (მხედველობის ველის შემოწმება);

• 20% – თვალისა და თვალბუდის ულტრაბგერითი გამოკვლევა B-სკანირება;

• 20% – თვალის ფსკერის ფოტოანგიოგრაფია.

ჩიჩუების სამედიცინო ცენტრში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

ვიზიტის დასაჯავშნად მიმართეთ: Tel 0322117711; 596565588.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი