პოლიტიკა

გზავნილები – ბალისტიკური რაკეტებით

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 30.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ უკრაინული თვალსაჩინოება

თუმცა ჩვენ სრულიად განსხვავებული (მე ვიტყოდი, შლეგური) პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს (ვინაიდან პაიკები ვართ დიდ თამაშში), მსოფლიო გეოპოლიტიკაში მძლავრი რყევებია და არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომით, სულ ახლახან ირანმა იერიში მიიტანა ისრაელზე, თეატრალიზებული და უფრო პოლიტმესიჯების მისაწოდებლად, ვიდრე ზიანის მისაყენებლად.

კერძოდ, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ ირანმა ისრაელის მიმართულებით გაუშვა რამდენიმე ასეული დრონი და ბალისტიკური რაკეტები. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მედიაც ჩვენებურ მედიას ემსგავსება, ანუ სიმართლეს არავინ ამბობს, გარეგნული ეფექტიდანაცაა შესაძლებელი დასკვნების გამოტანა; ირანული დრონები პირწმიდად გაანადგურეს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა და ისრაელის „რკინის გუმბათმა“, თუმცა ბალისტიკურმა რაკეტებმა მიზანს მიაღწია (და სავარაუდოდ, პოლიტიკური გზავნილიც ჩაიტანა), სახელდობრ, იმ ავიაბაზას, საიდანაც დაიბომბა დამასკოში ირანის საკონსულო, რამაც ირანელები იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელს საპასუხო დარტყმა აუკრძალა, თუმცა, ჩემი აზრით, საინტერესო ისაა, რომ ისრაელზე თავდასხმის მოსაგერიებლად საქმეში ჩაერთნენ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები (ესეც პოლიტიკური გზავნილი იყო). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ არავინ ერევა, როდესაც რფ უკრაინას უმოწყალოდ ბომბავს (ძალები არათანაზომადია), აშკარაა, რომ უკრაინის გაკვეთილი ჩვენთვის უძვირფასესი თვალსაჩინოებაა, რატომ არ უნდა გაიჭყლიტო თავი დაპირისპირებულ ცენტრებს შორის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი