პოლიტიკა

გონდაკარგული...

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 30.04

ამბები
დაკოპირებულია

ანუ სამხრეთ კავკასიის დირექტორი?!

რამდენიმე თვის წინ ჩვენი საზოგადოება ფრიად შეაშფოთა ცნობამ, რომ წაკითხულის (მაშასადამე, მოსმენილისაც) გააზრებაში ქართველი მოსწავლეები ბოლო ადგილებს ინაწილებენ ჩვენსავით ტვინშეჭირვებულებთან ერთად (მოგეხსენებათ, რაც ეს კვლევა ტარდება, მას შემდეგ აჩვენებენ ასეთ დაბალ მაჩვენებელს). ამის პარალელურად კი, ახალგაზრდებს ვაქებთ (კიდეც უნდა შევაქოთ, ვინაიდან მათ იქით გზა არ გვაქვს, მათ უნდა იღვაწონ ამ ქვეყნის შესაქმნელ-გადასარჩენად); ხოლო, ამ მიზეზით, გულიც გვიჩუყდება მათი ლტოლვით დასავლეთისადმი, მათ შორის, იმიტომაც, „რუსულ კანონს“ რომ აპროტესტებენ და მერე რა, რომ კანონი არათუ არ წაუკითხავთ, არც აინტერესებთ წაკითხვა (პათოსით, აზრი არ აქვს იმის წაკითხვას, რაც აპრიორი ცუდიაო).

ვფიქრობ, ამის მიზეზი ზემონახსენებ კვლევაში უნდა ვეძიოთ, რაც იმ ეჭვის საფუძველსაც იძლევა, რომც წაიკითხონ, აზრს მაინც ვერ გამოიტანენ (რაც უდიდესი ტრაგედიაა), თუმცა, მეორე მხრივ, საქმე უკეთ არც უფრო ასაკოვან თაობას აქვს.

რატომ? იმიტომ რომ პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეხლა-შემოხლის პროცესში საქართველოს პრეზიდენტმა (საქართველოს პრეზიდენტმა და არა ვინმე თინეიჯერმა) საფრანგეთის პრეზიდენტ იმანუილ მაკრონს (სტუდენტები რომ თავზე ამხობენ ხოლმე პარიზს და საფრანგეთის პოლიცია უმოწყალოდ არბევს) მიმართა, ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში.

მე არ ვიცი, რას ასწავლიდნენ ქ-ნ ზურაბიშვილს საფრანგეთის დიპლომატიურ სარბიელზე (თან – ირანის მიმართულება ჰქონდა ჩაბარებულიო), მაგრამ, როგორც ჩანს, ბ-ნ მაკრონს უკეთ ესმის საგანი და, საბედნიეროდ, ამ გონდაკარგულ მიმართვას ოფიციალურად არ გამოხმაურებია.

ოღონდ, ამის მიუხედავადაც, იბადება სამსაფეხურიანი კითხვა: საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის უფროსია?! საქართველოს დირექტორია, თუ სამხრეთ კავკასიის მაყურებელი?! რომ მისი მახვილი მზერის მიღმა ფოთოლიც ვერ შეირხეს რუსთაველის გამზირზე?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი