მედიცინა

ყოჩივარდას სამკურნალო თვისებები

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.05

ყოჩივარდა
დაკოპირებულია

გაზაფხულის მშვენება, ყოჩივარდა, ხარობს, როგორც ველურ ბუნებაში, ისე სახლის პირობებში. სახეობის განურჩევლად ეს ყვავილი შეიცავს ძლიერ მომწამვლელ წვენს, რომელიც მცოდნე ადამიანის ხელში შეიძლება საკმაოდ ძლიერ სამკურნალო საშუალებად იქცეს. გარდა ამისა, სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ბოლქვი და საკმაოდ იშვიათად – მისი ყვავილები.

ამ საკმაოდ პოპულარულ ყვავილს არ აღიარებს ოფიციალური მედიცინა, თუმცა, საკმაოდ ფართო გამოიყენება აქვს ჰომეოპათიაში, კოსმეტოლოგიასა და ხალხურ მედიცინაში.

მიუხედავად იმისა, რომ ყოჩივარდას წვენი მომწამვლელია, მისი კოსმეტოლოგიურ თუ სამკურნალო საშუალებებში დამატებისას მას შეუძლია განკურნოს საკმაოდ რთული და ქრონიკული დაავადებები, რომელთა განკურნებაც ტრადიციული პრეპარატებით ვერ ხერხდება.

სახლის პირობებში მცენარის წვენის გამოყენება არ არის რეკომენდებული. უმჯობესია, გამოიყენოთ უკვე შესაბამისი ტექნოლოგიით დამზადებული მზა პროდუქტი.

ყოჩივარდას ბაზაზე დამზადებული სამკურნალო საშუალებები დამხმარეა მრავალი დაავადების დროს, ესენია:

* ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციური დაავადებები;

* ჰაიმორიტის;

* სურდო და რინიტი;

* გაციებით გამოწვეული დაავადებები;

* ადენოიდებთან დაკავშირებული პრობლემები;

* პოლიპები;

* ჰიპერტონია;

* ხშირი თავის ტკივილები;

* რადიკულიტი, რევმატიზმი და პოდაგრა;

* ალერგია;

* დიაბეტი;

* ღვიძლისა და შარდის ბუშტის დაავადებები;

* ნაწლავის ანთება;

* პირის ღრუს დაავადებები: სტომატიტი და გინგივიტი;

* ცხვირის ნესტოებში ჩირქისა და ლორწოს დაგროვება და პარანასალური სინუსების ტკივილი;

* გულის დაავადებები;

* კრუნჩხვები, გახშირებული ოფლიანობა, სიცხე და ანგინა;

* სახსრების ტკივილი და რევმატოიდული ანთება;

* საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები, გულისრევის შეგრძნება და ღებინება;

* მეტეორიზმი, ნაწლავის კოლიკი და ყაბზობა;

* ნაწლავებში პარაზიტები და ჭიების არსებობა;

* ოტიტი;

* თვალის დაავადებები;

* კანის პრობლემები: აკნე, აბსცესი, ჭრილობები და პიგმენტაცია.

ყოჩივარდას ბაზაზე დამზადებული პრეპარატები გამოირჩევიან შემდეგი მოქმედებით:

ანტიმიკრობული - ლორწოვან გარსებთან კონტაქტისას ყოჩივარდას ექსტრაქტი ანადგურებს პათოგენურ მიკროფლორას და აწესრიგებს მის მდგომარეობას.

ანთების საწინააღმდეგო - ყოჩივარდა ეფექტურად ებრძვის დაჩირქებას, ახორცებს ჭრილობებს კანზე და ლორწოვან გარსზე.

შეშუპების და სიმსივნის საწინააღმდეგო - ყოჩივარდა ადვილად ანეიტრალებს სიმკვრივეებს და გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე, რაც შეშუპების ძირითადი გამომწვევი მიზეზია.

დამამშვიდებელი - მცენარე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას და აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას.

იმუნომოდულატორი - ვინაიდან ყოჩივარდა აძლიერებს იმუნიტეტს, მას ხშირად იყენებენ გაციების, ინფექციური და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი