კულინარია

ჟოლოს ფანქეიქი მარწყვითა და პიტნით

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.05

ჟოლოს ფანქეიქი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ფქვილი

🔸 2 კვერცხი

🔸 300 მილილიტრი რძე

🔸 1 შეკვრა ცომის გამაფხვიერებელი

🔸 40 გრამი კარაქი

🔸 50 გრამი შაქარი

🔸 ცოტა ვანილი

🔸 3 სადილის კოვზი ჟოლო

🔸 10 ცალი მარწყვი

🔸 რამდენიმე ფოთოლი პიტნა. გათვლილია ოთხ პერსონაზე.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხი, შაქარი და ვანილი ათქვიფეთ ძალიან კარგად. კარაქი გაადნეთ და ცოტა რომ გაგრილდება, შეურიეთ კვერცხიან მასას. დაუმატეთ თბილი რძე და აურიეთ ძალიან კარგად. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი გამაფხვიერებლით და მოზილეთ ცომი. ჩაუმატეთ ცომს ჟოლო, აურიეთ და გამოაცხვეთ ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. დაალაგეთ ერთმანეთზე. მოაყარეთ დაჭრილი მარწყვი და პიტნის ფოთლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი