კულინარია
პიცა მოცარელათი და ლორით
№17
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.05
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი მოცარელა
🔸 4 ცალი პომიდორი
🔸 14 ნაჭერი ლორი
🔸 50 გრამი ფქვილი
🔸 300 მილილიტრი თბილი წყალი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი
🔸 ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი
🔸 7 გრამი საფუარი
🔸 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 ცოტა ორეგანო.
მომზადების წესი 👩🍳
მოზილეთ ცომი და გააჩერეთ ამოფუებამდე. ამოსული ცომი დაყავით 4 ნაწილად, გააკეთეთ გუნდები და 5-10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ, გააბრტყელეთ, თანაბრად გადაუსვით მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად დაბლენდერებული კანგაცლილი პომიდორი. მოალაგეთ ლორის ნაჭრები და მოაყარეთ გახეხილი მოცარელა. ზემოდან მოაფრქვიეთ ორეგანო. გამოაცხვეთ ღუმელში, 250 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით. დაახლოებით, 10 წუთში მზად იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან