კულინარია

ოსპის სალათა პომიდვრით (სამარხვო)

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.04

ოსპის სალათა
დაკოპირებულია

ოსპის გემრიელი სალათა "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ოსპი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 2-3 კბილი ნიორი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 6 ცალი მომცრო ზომის მჟავე კიტრი

🔸 5 ცალი პომიდორი ჩერი

🔸 ოხრახუში

🔸 წითელი დაღერღილი წიწაკა, მარილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დააქუცმაცეთ ნიორი, მოასხით ზეთი, დაუმატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, უყავით ცოტა მარილი, წითელი დაღერღილი წიწაკა და აურიეთ. 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ ჩხირებად დაჭრილი დამწნილებული კიტრი, მოხარშული და გადაწურული ოსპი, მსხვილად დაჭრილი პომიდორი ჩერი და აურიეთ, მოაყარეთ ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი