კულინარია

მაკარონი ხორცის ფარშით

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.05

მაკარონი ფარშით
დაკოპირებულია

მაკარონის გემრიელი კერძი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი ან 1 კილოგრამი „ბუდე“ მაკარონი

🔸 500 გრამი საქონლის ხორცის ფარში

🔸 ნახევარი თავი ხახვი

🔸 1 კვერცხი

🔸 100 გრამი ჰოლანდიური რბილი ყველი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

სოუსი – 2 თავი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 2 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 3 სადილის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოხარშეთ მაკარონი და გადაწურეთ, ისე რომ ბუდეები არ დაზიანდეს. ნახარში კი შეინახეთ, ფარშს შეურიეთ ხორცსაკეპში გატარებული ხახვი, კვერცხი, გახეხილი ყველი, უყავით მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.

სოუსისთვის – ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე და მოშუშეთ ცოტა ზეთში. შეურიეთ შაქარი, არაჟანი, ტომატ-პასტა, დაასხით 1 ლიტრი მაკარონის ნახარში, აურიეთ ძალიან კარგად და მიიყვანეთ ადუღებამდე.

ბუდეები ამოავსეთ ფარშით, ჩაალაგეთ გამოსაცხობ ფორმაში, მოასხით სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი