იუმორი

თაყვანის-მცემლები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.04

თემიკო ჩირგაძე
დაკოპირებულია

გეოლოგი ნოდარ ცერცვაძე იხსენებს: 

„თემიკო ჩირგაძე რომ დალევდა, მერე სიარული უყვარდა, სახლში წასვლა არ უნდოდა. ჩემი ქვისლისა და თემიკოს მეგობრის – ვაჟა ჟღენტის ოჯახში ვართ. თემიკოს შეაგვიანდა და თამადად სხვა დანიშნეს. მოგვიანებით მოსულ თემიკოს სუფრასთნ პასიურად ჯდომა მობეზრდა, ხელი წამკრა, წამოდი, წავიდეთო. ორი ვარდი ამოიღო ლარნაკიდან და გავედით. გვერდით სახლში ცხოვრობდა სესილია თაყაიშვილი. ზარი დავრეკეთ და ყვავილებით ხელში დავიჩოქეთ. სესილიამ კარი გააღო და ასე რომ დაგვინახა, არ გაინძრეთ, ახლავე მოვალო გვითხრა და მის სართულზე რაც კი კარი იყო, ყველგან ზარი დარეკა, ქალები მოიყვანა, ნახეთ, რა ბიჭები არიან ჩემ წინაშე მუხლმოყრილიო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი