ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა დაიცვათ თავი ავი თვალისგან და მიაღწიოთ მარტივად წარმატებებს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.05

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ასტროლოგიური ქვები ჩვენს აურაზე ზემოქმედებენ და შეუძლიათ, თავისი ძალა გადმოგვცენ. ამიტომ, ავი თვალისგან დასაცავად ან ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, თილისმად ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაული აირჩიოს. ოდითგანვე ცნობილია, რომ ქვას, მეხსიერების უნარი აქვს. ამიტომ, ის ჰარმონიაში უნდა იყოს ადამიანთან.

მასზე ნებისმიერი ზემოქმედება კი შეიძლება, იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ამიტომ, მათთან ურთიერთობისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა.

ალმასი მათთვისაა, ვინც აპრილში დაიბადა. ის, ვინც ამ ქვას ატარებს, შეუძლია, მშვიდად გადაიტანოს სიძნელეები და იოლად გაუმკლავდეს პრობლემებს. ალმასი ახანგრძლივებს სიცოცხლეს და აძლიერებს იმუნიტეტს. ის დადებითად მოქმედებს ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე და მამაკაცის სექსუალურ პოტენციაზე.

მაისში დაბადებულთა თილისმა კი ზურმუხტია. ამ ულამაზეს, მწვანე ქვას „ბედნიერების თილისმასაც” უწოდებენ. ის დაგიცავთ ცუდისგან, მოგანიჭებთ სიხარულს, მფლობელის მიმართ იწვევს სიმპათიასა და ვნებიან, ერთგულ სიყვარულს. აუმჯობესებს მხედველობას, ამაგრებს გულს.

მარგალიტი თილისმად გამოდგება ივნისში დაბადებულთათვის. აძლიერებს ცოლქმრულ ურთიერთობებს და მფლობელს იცავს მელანქოლიისგან. ეხმარება თავდაჯერებულ და თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, ობიექტურად იაზროვნონ.

ლალი უნდა ატარონ ივლისში დაბადებულებმა. წითელი ლალი ვნებას აღვივებს და თავბრუდამხვევ გრძნობებს იწვევს. ლალი ლიდერების ქვაცაა. ის მათ აძლევს ძალას, ჰპირდება ახალ გამარჯვებებს, ხოლო მშვიდ, მორცხვ ადამიანებს ანიჭებს თავდაჯერებას და კომპლექსებისგან თავის დაღწევაში ეხმარება. დაგიცავთ ავი თვალისაგან და აღგიდგენთ დახარჯულ ძალებს.

ქრიზოლითი თილისმაა აგვისტოში დაბადებულთათვის. ეს ქვა მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, დაგეხმარებათ კონფლიქტების არიდებაში, ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას.

საფირონის ქვა თილისმაა მათთვის, ვინც სექტემბერში დაიბადა. ის კოსმოსის ძლიერ ენერგიას ასხივებს, რითაც აძლიერებს გონიერებას და ადამიანს უბიძგებს მორალური და სულიერი სიწმინდისკენ. ავითარებს მეხსიერებას, მფლობელს იცავს ჭორებისა და შიშისგან.

აკვამარინი თილისმაა ოქტომბერში დაბადებულთათვის. მის მფლობელს იცავს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისგან, ავითარებს გაბედულებას, თრგუნავს სიზარმაცეს, აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას. აკვამარინი უნდა ატარონ მეუღლეებმა, რადგან ის აძლიერებს სიყვარულს, ხელს უწყობს ურთიერთგაგებას.

ტოპაზი ნოემბერში დაბადებულებს გამოადგებათ. მას „შინაგანი გაბრწყინების” ქვასაც ეძახიან. ავითარებს ინტუიციას და მფლობელისთვის მოაქვს სიმდიდრე.

ფირუზი დეკემბერში დაბადებულთათვისაა. მას „ბედნიერების ქვასაც” უწოდებენ. ფირუზის ტარება წარმატებას მოგიტანთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. მას „შეყვარებულების ქვასაც” ეძახიან, რადგან ბედნიერება სწორედ სიყვარულით მოაქვს.

თუ იანვარში დაიბადეთ, ძოწი თქვენი თილისმაა. აღვიძებს მგრძნობელობასა და ვნებას. უნდა ატარონ იმ ადამიანებისთვის, ვინც დეპრესიაშია, რადგან მფლობელს ის უბრუნებს ცხოვრების ინტერესს, მატებს სიმხნევესა და ოპტიმიზმს, იცავს ღალატის, გათვალვისა და ჯადოსგან.

მათ, ვინც თებერვალში დაიბადა, უნდა ატარონ ამეთვისტო. მათ ის დაეხმარება ძველი, უიღბლო სიყვარულის დავიწყებაში, გულს ახალი სიყვარულისთვის გადაუშლით და ცდუნებისგან დაიცავს.

ოპალი მარტში დაბადებულთა ქვაა. მას შეუძლია ფერის შეცვლა და თუ ის გაღიავდა, კარგი ამბავი მოხდება, ხოლო ჩამუქება, ცუდის მომასწავებელია. ოპალი ეხმარება ურთიერთგაგებასა და მეგობრულ-ნათესაური კავშირების გამყარებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი